ჩვენ შესახებ

ოლსთოუნი არის ბუნებრივი ქვების მოსაპირკეთებელი მასალის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. ჩვენი მიზანია შევქმნათ საუკეთესო ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების მიწოდების ისტორია ჩვენი მომხმარებლებისათვის, ვიყოთ პროექტის პარტნორი - ნატურალური ქვის პროდუქციაზე შეკვეთის მიღებიდან საბოლოო მიწოდებამდე საქართველოსა და მსოფლიო მასშტაბით.

ოლსთოუნის კარიერებში მოვიპოვებთ უმაღლესი ხარიხის ბუნებრივ ქვას და თქვენი იდეისა და პროექტის მიხედვით ვაქცევთ უნიკალური დიზაინის მოსაპირკეთებელ მასალად. 18 კარიერი უზრუნველყოფს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს და ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი ქვის შერჩევას. საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ ორ საწარმოში, ულტრა თანამედროვე დანადგარები მაქსიმალური სიზუტით ამუშავებენ შერჩეულ ქვას და ქმნიან ნებისმიერ დიზაინს უმცირეს დროში.

ბუნებრივი ქვების მოპოვების, დამუშავებისა და მიწოდების ათ წლიანმა გამოცდილებამ მოგვცა შესრულების ხარისხის გარანტია და აღიარება როგორც კერძო, ასევე კორპორატიული დამკვეთების მხრიდან. ლოკალური მიწოდების გაუმჯობესებისათვის და საერთაშორისო გაყიდვების უზრუნველსაყოფად, 2017 წლიდან შეიქმნა დამოუკიდებელი ორგანიზაცია "ოლსთოუნი" თბილისში, საქართველოში. პროდუქციისა და მომსახურების ხარისხით, თითეული შეკვეთისადმი პასუხისმგებლობითი დამოკიდებულებით და დამკვეთებთან სწორი კომუნიკაციით, კომპანიამ მალევე დაიმსახურა მოწონება ადგილობრივ ბაზარზე და 2018 წლის დეკორატიული მასალების "N1 ოქროს ბრენდის" სტატუსის მფლობელი გახდა.

ოლსთოუნის გუნდს, როგორც ხელსაყრელ და სანდო პარტნიორს განაპირობებს:
  • 18 ქვის კარიერი მასალის მოსაპოვებლად
  • ულტრა თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი 2 საწარმო
  • ნატურალური ქვების დამუშავება-მიწოდების 10+ წლიანი გამოცდილება 
  • 500+ პარტნიორი და 1500 + შესრულებული პროექტი (საცალო და კორპორატიული)
  • ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ქვის მოსაპირკეთებელი და დეკორაციული მასალის ფართო ასორტიმენტი 
  • სატრანსპორტოდ ხელსაყრელი გეოლოკაცია - საზღვაო და სახმელეთო მიწოდების გზები
ჩვენი შესაძლებლობები:
  • მაღალი ხარისხის ნატურალური ქვის მოსაპირკეთებელი პროდუქტები და ინსტალაციები ინტერიერისა და ექსტერიერისათვის
  • ტრავერტინი - ნებისმიერი ფორმით, ზომით, სისქითა და ზედაპირის დამუშავებით
  • ნებისმიერი სირთულის ინდივიდუალური შეკვეთის შესრულება ტრავერტინის ფილებიდან - მოზაიკის დეკორაციებამდე
  • ჩვენ ვიღებთ შეკვეთებს მშენებლებისგან, დიზაინერებისგან, არქიტექტორებისაგან და საჯარო თუ კერძო მესაკუთრეებისაგან  

თბილისის მასშტაბით არსებული სასაწყობე ობიექტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ადგილზე მოინახულოს პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, შეარჩიოს ნებისმიერი ფორმის, ზომის და სისქის პროდუქტი, დაგეგმოს ტრანსპორტირება და უმცირეს დროში მოახდინოს პროდუქციის გატანა.
 
ოლსთოუნი შენი პროექტის პარტნორი
ჩვენი კარიერიდან - თქვენ დიზაინამდე!

პროდუქციის შეკვეთა შესაძლებელია როგორც ლოკალურ ოფისში (ჯორჯ ბალანჩინის #6), ასევე, ონლაინ - შეკვეთის ფორმის საშუალებით



 

თბილისი, დიდი დიღომი , ჯ.ბალანჩინის 6